მოდის ინდუსტრია

H&M ძველმანების შეგროვებას იწყებს

H&M-მა ახალი აქცია წამოიწყო. ამ უკანასკნელის ფარგლებში, მომავალი წლის თებერვალში ყველა მაღაზიაში შესაძლებელი გახდება ფასდაკლების მიღება იმ პირობით, თუ მყიდველი ძველ ტანსაცმელს მიიტანს. მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს მოუწოდებს, სამოსი მეორადი გადამუშავებისთვის ჩააბარონ.

H&M-ის განცხადებით, ყოველწლიურად ტონობით ქსოვილი ხვდება ნაგავსაყრელზე, მაშინ როდესაც 95 პროცენტის კვლავ გამოყენება რეალური იქნებოდა.

ძველი  სამოსისთვის ყუთებს მაღაზიის სალაროებთან დადგამენ. ტანსაცმელი შეიძლება ნებისმიერი ბრენდის იყოს. არც მის მდგომარეობას მიენიჭება რაიმე მნიშვნელობა. სანაცვლოდ მომხმარებელი ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებს.  ჩაბარებული სამოსის გადამუშავდება, მიღებული მასალისგან კი H&M-ის ახალი კოლექციები შეიკერება.

აღნიშნული აქცია გარემოს დაცვის გრძელვადიანი პროგრამის ნაწილია. ეკოლოგიური მოსაზრებების გამო, გასულ წელს ბრენდი  ორგანული ბამბის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა.

 

 

კომენტარები