ცნობილი ამერიკელი მომღერალი Lady Gaga ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას ტანსაცმლის კოლექციით დაინტერესდა.
რამდენიმე დღის წინ, მომღერლის ოფიციალური Instagram-ის გვერდზე გიორგი ქებურიას კაბაში შემოსილი Lady Gaga გამოჩნდა.
როგორც გიორგი ქებურიამ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, ამერიკელი მომღერალი ქართველი დიზაინერის სხვა კოლექციებითაც არის დაინტერესებული.
"ლეიდი გაგას სტილისტი ბრენდონ მაქსველი დამიკავშირდა, რომელმაც vogue.com-ზე MBFWT-ზე წარმოდგენილი ჩემი ბოლო კოლექცია ნახა. მან რამდენიმე ლუქი და სათვალე შეარჩია. შემდეგ გავუგზავნეთ ტანსაცმელი და ერთ-ერთი კაბა ეცვა უკვე" - აღნიშნა გიორგი ქებურიამ.
ქართველ დიზაინერს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი 2011 წლიდან აქვს. იხილეთ მისი კოლექცია ბმულზე.