ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი წინწყაროში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების ფაქტით დაინტერესდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს რეგიონებს სტუმრობს. როგორც ცნობილია, მინისტრი ამჯერად ქვემო ქართლში იმყოფებოდა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონში არსებული კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პოლიციის სამმართველოები მოინახულა. ღარიბაშვილი პირადად გაეცნო თანამშრომლებს და პოლიციის მუშაობით კმაყოფილება გამოხატა. 
შს მინისტრი ასევე იმყოფებოდა თეთრიწყაროს რაიონში, სადაც სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებით დაინტერესდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის წინწყაროში სიტუაცია განმუხტულია და ის სამართალდამცველების ჩარევას არ საჭიროებს.
შეგახსენებთ, სო­ფელ წინ­წყა­რო­ში რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტი ნოემბრის ბოლოს დაიწყო. ად­გლობ­რივ­მა ეკო­მიგ­რან­ტებ­მა სვა­ნე­თი­დან, თა­ნა­სოფ­ლელ ეკო­მიგ­რან­ტებს აჭა­რი­დან სიტ­ყვი­ე­რი შე­უ­რაც­ხყო­ფი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლოს და­ხურ­ვა მოს­თხო­ვეს. კერ­ძო სახ­ლში სამ­ლოც­ვე­ლო უკ­ვე მე­სა­მე თვეა მოქ­მე­დებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სოფ­ლი­დან მუს­ლი­მე­ბის გა­ძე­ვე­ბით იმუქ­რე­ბი­ან. 

კომენტარები