ვანო მერაბიშვილი დაკითხვა

ვანო მერაბიშვილი მეორედ დაიკითხა

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მერაბიშვილი მოწმის სახით დაიკითხა მის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის საქმეზე. დაკითხვა ხუთ საათის განმავლობაში გაგრძელდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, ვანო მერაბიშვილმა „გამოძიებასთან კვლავ არ ითანამშრომლა“ და „შეგნებულად ცრუ ინფორმაციის მოწოდებით ცდილობს ხელი შეუშალოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას“.

კომენტარები