პოლიტპატიმრები

პოლიტიკური ამნისტიის შესახებ მუხლი ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ჩაიწერა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ სპეციალური მუხლი დაემატა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილი პირები უნდა გათავისუფლდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა ამ ცვლილებას აუცილებლად მიიჩნევს, რადგან მხოლოდ სტატუსის მინიჭება არაფრის მომცემია. 

ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ უნდა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.

პარლამენტმა გუშინ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, 25 პირს კი - პოლიტდევნილის სტატუსი. 

კომენტარები