პოლონეთის ხელისუფლება

სიკორსკი: იმედი მაქვს, მთავრობა კანონის ცალმხრივად გამოყენებას არ დაუშვებს

იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა კანონის ცალმხრივად გამოყენებას არ დაუშვებს, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ. ინფორმაციას ამის შესახებ, სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

სიკორსკიმ აღნიშნული განცხადება ბრუსელში, NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"სხდომაზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალ მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეინარჩუნოს არჩევნების შემდგომ ჩამოყალიბებული სტანდარტები, რომელიც მარტო ქართული კი არა, საერთაშორისო სტანდარტებია. მნიშვნელოვანია, რომ ეს შენარჩუნდეს და არ მოხდეს კანონის ცალმხრივად გამოყენება. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული", განაცხადა სიკორსკიმ.

კომენტარები