პოლონეთის ხელისუფლება

პოლონეთის არჩევნებში კვლავ დონალდ ტუსკმა გაიმარჯვა

პოლონეთის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლებაში სავარაუდოდ  დარჩება მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ  ტუსკის პარტიას „სამოქალაქო პლატფორმას“ და პოლონეთის სახალხო პარტიას აერთიანებს.    

დათვლილია ხმათა 93%. წინასწარი შედეგების მიხედვით, ტუსკის პარტიამ  ამომრჩეველთა 39%-ის მხარდაჭერა მიიღო. მათ კონსერვატორ მოწინააღმდეგეებს, კანონისა და სამართიანობის პარტიას კი  ხმათა 30%  ერგო. ამ უკანასკნელთა ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ დამარცხება უკვე აღიარა. 
 
ანალიტიკოსების მოსაზრებით,  მმართველმა პარტიამ , დონალდ ტუსკის მეთაურობით,  პოლონელების მხარდაჭერა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გარკვეული ეკონომიკური წარმატებების შედეგად მოიპოვა. პოლონეთი იყო ევროკავშირის მ წევრი ქვეყანა, რომელსაც რეცესია არ შეეხო. ამ წელს ქვეყნის ეკონომიკური  ზრდის ტემპმა 4%-ი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით მას წელს ევროკავშირის შვიდი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაც კი ჩამოუვარდება.
 

კომენტარები