NATO

4 და 5 დეკემბერს NATO-ს მინისტერიალი გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში 4 და 5 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია NATO-ს ოფიციალური გვერდით გავრცელდა. 
შეხვედრებს NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უხელმძღვანელებს.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძეც დაესწრება. 

კომენტარები