ოკუპირებული ტერიტორიები

შსს: კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სრული სიმშვიდეა და რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ტაბულას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

დღეს სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სააგენტოებში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, თითქოს ფრონეს ხეობაში, ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას და არის მსხვერპლიც.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ქარელის გამგებელ ილია ბურჯანაძეზე დაყრდნობთ იუწყება, სოფელ კოდასა და აბანოს მიდამოებში გზაზე მიმავალ მოქალაქეს ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან სროლა აუტეხეს. "სროლას ჩვენმა სამართალდამცავებმა სროლით უპასუხეს. ჩემი ინფორმაციით, არც დაღუპულები და არც დაჭრილები გვყავს", - აცხადებს ბურჯანაძე.

როგორც, თავის მხრივ, ტაბულას ნინო გიორგობიანმა განუცხადა, შეიარაღებული ინციდენტი დღისით მართლაც მოხდა, ოღონდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ მყოფ პირებს შორის. ეს ინციდენტი მალევე ამოიწურა. მისი თქმით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სროლას ან რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

 

კომენტარები