ფილიპ დიმიტროვი

ფილიპ დიმიტროვი: იმედი მაქვს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობის გზებს გამონახავენ

ევროკავშირის ელჩი  საქართველოში ფილიპ დიმიტროვი  სასტუმრო რედისონში  "რეგიონალური პოლიტიკის განხორციელება -  მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში მიმდინარე დისკუსიას დაესწრო. ჟურნალისტებთან საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობის გზებს გამოძებნიან, რადგან ეს დაპირისპირება რთული და არასასიამოვნო პროცესია.

"იმედი მაქვს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობის გზებს გამონახავენ, მიაღწევენ კონსესუსს და დაიწყებენ თანამშრომლობას 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

მისი თქმით, რეგიონული განვითარება საკმაოდ კომპლექსური საკითხია და მოითხოვს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობას. ელჩი იმედოვნებს, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა წარმატებით წარიმართება, იქნება პროგრესი და შედეგად რეგიონალური პოლიტიკა ქვეყანაში უფრო მდგრადი გახდება.

კომენტარები