ფილიპ დიმიტროვი

ფილიპ დიმიტროვი: ადამიანის უფლებებს უკვე ბევრად მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოში

"ადამიანის უფლებებს უკვე ბევრად მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოში", - განაცხადა  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა  ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მარიოტში მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე.

მისივე განმარტებით, კარგი იყო, რომ ადამიანის უფლებასთან დაკავშირებული ყველა სახის პრობლემა სააშკარაოზე გამოიტანეს.

"გასული წელი იყო წელი, როდესაც ერთი მხრივ, გამომჟღავნდა მტკივნეული ფაქტები, მეორე მხრივ კი, კარგი იყო იმის გაცნობიერება, რომ საქართველო ხდება უფრო და უფრო გამჭვირვალე და ყველა სახის პრობლემები ადამიანის უფლებასთან დაკავშირებით სააშკარაოზე იქნა გამოტანილი. როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ მძიმე ვიდეოს, რომელიც სექტემბერში გავრცელდა, არამედ სახალხო დამცველის აპარატის ადრინდელ განცხადებებსაც, რომლებიც მარტში გაკეთდა და მაშინ, ალბათ, დარჩა სათანადო ყურადღების გარეშე. პოზიტიური მხარე კი ისაა, რომ, განსაკუთრებით სექტემბრის შემდეგ, მუშაობა ამ სფეროში მეტად ინტენსიური გახდა. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადამიანის უფლებებს უკვე ბევრად მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც საუბედუროდ, ასეთი სიტუაცია სტაბილურია. ამ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში არის წინ გადაგმული ნაბიჯი, რომელიც, ვიმედოვნებთ, პოზიტიურ შედეგებს მოიტანს", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.

კომენტარები