ფილიპ დიმიტროვი

ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოა

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო მდომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი შეფასებით საქართველოში კონკურენტული და გადატვირთული  წინასაარჩევნო გარემოა.

,,ქვეყანაში ბევრი რამ ხდება და ხალხი კარგად არის ინფორმირებული. ინფორმაცია ყველა ამომრჩევლამდეა მისული და ამომრჩეველი მზად არის მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ისე როგორც არასდროს. გარდა ამისა, ადამიანებს აქვთ თავიანთი პრობლემები. თუ გეტყვით, რომ საქართველოში პრობლემები არ არსებობს, რა თქმა უნდა არ დამიჯერებთ. ველოდები, რომ ჩატარდება არჩევნები, სადაც ხალხს ექნება საშუალება, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი.’’-განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

ფილიპ დიმიტროვმა ამის შესახებ სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ისაუბრა, რის შემდეგაც კოალიცია ქართული ოცნების ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. 

კომენტარები