საქართველო-აშშ

ბიძინა ივანიშვილი ერიკ რუბინს შეხვდა

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა. 
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველო-ამერიკის 20-წლიან ურთიერთობას. ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ერიკ რუბინს იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც აშშ საქართველოს უწევს. 
"თბილი, მეგობრული შეხვედრა გვქონდა, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ორმხრივი ურთიერთობები და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალისხმევით, ის კიდევ უფრო გაღრმავდება", – აღნიშნა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. 
ერიკ რუბინი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას.

კომენტარები