ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: ამნისტიის შესახებ კანონს ხელისუფლება ფრთხილად უნდა მოეკიდოს

მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "მთავარი კითხვა ეკა ბერიძესთან ერთად" შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამნისტიის კანონის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის მომხრეა, რომ ეს კანონი შეეხოთ მხოლოდ მათ, ვისი გათავისუფლებაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს საფრთხეს არ შეუქმნის. 

მინისტრის თქმით, შსს ამ კანონპროექტს ძალიან კრიტიკულად მიუდგა. 

 "ჩვენი მოსაზრებები წარვუდგინეთ პარლამენტს. იმედი მაქვს, შევთანხმდებით ოპტიმალურ ვარიანტზე, რომელიც ქვეყნის ინტერესებს არ დააზარალებს. ეს არის საფრთხილო თემა და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთი მხრივ, "კეთილი საქმით" მივიღოთ კიდევ უფრო რთული სიტუაცია ქვეყანაში და მოხდეს ბოროტმოქმედების გამოშვება ციხიდან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ამის წინააღმდეგი ვართ. მომხრე ვართ, რომ ამნისტიის პროექტი შეეხოს ისეთ პირებს, რომელთა ციხიდან გამოშვება საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას საფრთხეს არ შეუქმნის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა

კომენტარები