საქართველოს პარლამენტი

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული პროექტის დამტკიცება გადაიდო

პოლიტიკურ დევნილებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის დამტკიცება მომდევნო სესიისთვის, 5 დეკემბრისთვის გადაიდო. 

საკითხის მომდევნო სხდომისთვის გადადება კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ითხოვა. ბესელიას თქმით, კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფს დამატებით კიდევ აქვს ორკვირიანი ვადა ხარვეზებით შესული განცხადებების განსახილველად და სხვა პირების საქმეების შესასწავლად. 

ამ დროისთვის შესწავლილი საქმეებიდან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი პოლიტპატიმრის სტატუსს 186-ს, პოლიტდევნილის კი - 22 პირს ანიჭებს.

კომენტარები