ჯანდაცვის სამინისტრო

დავით სერგეენკო: მე ვრჩები თანამდებობაზე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ თანამდებობას არ ტოვებს.

მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს სამინისტროსა და მედიას შორის ნაკლები ურთიერთობით არის გამოწვეული. 

"მე ვრჩები თანამდებობაზე და მოარული ხმები, თითქოს თანამდებობა დავტოვე, სიმართლეს არ შეეფერება", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა, დღეს გავრცელდა. 

კომენტარები