ჯანდაცვის სამინისტრო

დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა რეზონანსმა გაავრცელა.

რეზონანსის ცნობით, სერგეენკო ხელისუფლების სოციალური დაპირებების შესრულებას შეუძლებელად მიიჩნევს და ამ მოტივით თანამდებობას ტოვებს.

ამ დროისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. 

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინიტრის პოსტზე დავით სერგეენკო ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ამირან გამყრელიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე უარი განაცხადა. 

კომენტარები