ენერგეტიკის სამინისტრო

გაფიცვა თელასში გრძელდება

სააქციო საზოგადოება თელასის არცერთი სერვისცენტრი არ მუშაობს. ასევე გაფიცულები არიან გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებში აღდგენას ითხოვენ. 

დღის მეორე ნახევარში იგეგმება შეხვედრა კახი კალაძესთან, რომელმაც გუშინ, 20 ნოემბერს, ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა. 

გათავისუფლებული თანამშრომლები და პროფკავშირების წარმომადგენლები ენერგეტიკის მინისტრს გუშინაც შეხვდნენ. კალაძემ მათ შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. 

 

კომენტარები