საქართველოს შეიარაღებული ძალები

საქართველომ ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობა გაზარდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობა 1 571 ჯარისკაცამდე გაზარდა. 

ამჟამად ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართული ჯარის ორი, პირველი ქვეითთა ბრიგადის მე-12 და მესამე ქვეითთა ბრიგადის 32-ე ბატალიონები მსახურობენ. 

სამინისტროს გამოქვეყნებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ საქართველო, ავსტრალიასთან ერთად, NATO-ს ერთ-ერთი უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც ავღანეთში ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს. 

საქართველომ ავღანეთში 18 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩაერთო. შვიდი ჯარისკაცი წელს დაიღუპა.

 

კომენტარები