ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი:ამნისტიის შედეგად შესაძლოა, ციხეები ბევრმა „არასასურველმა ადამიანმა“ დატოვოს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ამნისტიის კანონის“ ამოქმედების შემდეგ ციხეებს ბევრი „არასასურველი ადამიანი“ დატოვებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უდგება და კანონპროექტსაც დაწვრილებით შეისწავლის.

„ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდებით, რადგან ამის შედეგად შეიძლება ციხიდან ბევრი არასასურველი ადამიანის გამოშვება მოხდეს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია არ დაიძაბოს. ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ეს არ მოხდეს. ვიმედოვნებთ, პარლამენტი ჩვენთან ითანამშრომლებს და ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები