ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი: თენგიზ გუნავა დაკავებისას ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მისთვის სხვა გარემოებების შესახებ არაფერია ცნობილი. 

"დანარჩენი საკითხები პროკურატურამ შეისწავლა. მე დანიშვნისთანავე განვაცხადე, რომ აღარ მოხდებოდა ვინმესთვის იარაღის, ან ნარკოტიკის ჩადება და ეს ასეც მოხდება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებისას თენგიზ გუნავა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სხვა გარემოებების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები