საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი მეზღვაურების შინ დაბრუნებაზე მუშაობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პანამიდან ქართველი მეზღვაურების ჩამოყვანის შესაძლებლობებზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით,  საქართველოს ელჩი მექსიკაში უკვე გაემგზავრა პანამაში და პირადად დაუკავშირდა ქართველ მეზღვაურებს.

"ეს არის ნიგერიული გემი. გამოსულია მწყობრიდან და მას ამიტომ პორტში არ უშვებენ. საქმე მარტივად არ არის. გასარკვევია დეტალები, რაც მეზღვაურებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრა დღესაც გაიმართება და დღის ბოლოს გვეცოდინება კონკრეტული გეგმა, თუ რას ვაპირებთ. ეს გეგმა შეთანხმებული იქნება თავად მეზღვაურებთან. გემს აქვს დავალიანება მეზღვაურების მიმართ და ვიდრე ისინი თავად არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მათი სურვილის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებთ, თუმცა მათ ჩამოყვანაზე ვმუშაობთ. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო ორგანიზაციებთან მათი ჩამოყვანის შესაძლებლობაზე", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები