საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბოჭორიშვილის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ზურაბაშვილი ახალ პოსტს დღეიდან, პირველი ივლისიდან იკავებს. იქამდე, 2024 წლის 3 დეკემბრიდან, ის მინისტრის მოადგილე იყო.

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს პირველი მოადგილე არ ჰყავდა. წინა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ახლა ბოჭორიშვილის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას - მას პირველი მოადგილის უფლებამოსილება 2024 წლის 30 ნოემბერს შეუწყდა.

კომენტარები