დაკავებები

შოთა ხიზანიშვილს ბრალი წაუყენეს

თბილისის ვიცე-მერსა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შოთა ხიზანიშვილს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

მას ბრალი ედება  333-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 158-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას, ან გავრცელებას გულისხმობს.

სასამართლო პროცესი ხვალ, 18 ნოემბერს გაიმართება.

 

კომენტარები