დაკავებები

სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოდ-ისა და კუდ-ის ათ ყოფილ მაღალჩინოსანს აღმკვეთ ღონისძიებად 55-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მათ შორის არიან, კუდ-ის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა და თბილისის კუდ-ის ხელმძღვანელი გიორგი ყავლაშვილი. ქარდავას ადვოკატის ცნობით, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისინი გლდანის #8 დაწესებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ლევან ქარდავას ბრალი თავისუფლების უკანონო აღკევეთაში, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. გიორგი ყავლაშვილს კი სხვისი ნივთების დაზიანებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 8 იანვარს ჩაინიშნა.

 

კომენტარები