პროკურატურა

გიორგი კალანდაძეს პროკურატურაში დაკითხავენ

გიორგი კალანდაძე პროკურატურაში დღეს დაიკითხება. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ეთერში, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის ცნობით, კალანდაძეს პროკურატურაში დღეს, 15:00 საათზე, მოწმის სტატუსით დაკითხავენ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული შტაბის უფროსს, გიორგი კალანდაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა. 

კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წაეყენა, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს. გიორგი კალანდაძე გირაოს გადახდის შემდეგ, პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

კომენტარები