კათალიკოს-პატრიარქი

პატრიარქმა სურვილი გამოთქვა, 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აშენდეს

საქართველოს კათალისკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სურვილი გამოთქვა, რომ მტკვრის სანაპიროზე, 100 ათასი მოწამის წამების ადგილზე, ტაძარი აშენდეს.

ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე ქადაგებისას ისაუბრა: „მტკვრის ნაპირი, სადაც ეხლა უცნაური ქანდაკებები თუ მშენებლობებია, მორწყულია წმინდანების სისხლით და ამ ადგილზე 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი უნდა გვქონდეს“.

პატრიარქმა მიმართა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც და მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები