საქართველო-აშშ

მიხეილ სააკაშვილმა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბარაკ ობამას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილმა წარმატებები უსურვა.

,,ნება მიბოძეთ, ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თქვენდამი იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერდა მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მისწრაფებას NATO-ში. დარწმუნებული ვარ, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება ისევე, როგორც კავშირი ჩვენს ხალხებს შორის“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.

კომენტარები