იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საპარლამენტო უმრავლესობამ ლევან ბეჟაშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევას მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს მხარი არ დაუჭირა. მის კანდიდატურას 54-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კენჭისყრის წინ, უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა კოლეგებს სთხოვა მხარი დაეჭირათ ბეჟაშვილისთვის, რადგან საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტარებისთვის განკუთვნილი  4 ადგილიდან 1 უმცირესობას ეკუთვნის.

კენჭისყრის შემდეგ უმცირესობის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

კომენტარები