საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა კაპრალ ალავერდაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროს, კაპრალ რეზო ალავერდაშვილის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.

აგვისტოს ომში დაღუპული 21 წლის კაპრალ რეზო ალავერდაშვილს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ და მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზით გახდა შესაძლებელი.

კაპრალი ალავერდაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა და იგი დაჯილდოებულია მედლით - "სამშობლოსათვის თავდადებული".

ქვეყნის პირველი პირი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.

კაპრალი რეზო ალავერდაშვილი 3 ნოემბერს მშობლიურ სოფელ ნიჩბისში დაკრძალეს.

კომენტარები