კომპანია Geocell-ს ამიერიდან წარმოშობით ფინელი ფასი ქოისთინენი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე Geocell-ის მთავარმა მენეჯერმა ოსმან თურანმა განაცხადა.
თავად ოსმან თურანი, კომპანია თელიასონერას გადაწყვეტილებით, საქმიანობას ნეპალში გააგრძელებს.
ოსმან თურანის თქმით, ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დარჩება.





