სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი: ნუ ეცდებიან პატიმრების პროვოცირებას გარედან

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის პირველი ოფიციალური სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას, ყველას სთხოვა, ნუ ეცდებიან ციხეში მყოფი პატიმრების პროვოცირებას.

„იყო პატარა მღელვარება რუსთავის პირველ და მეორე კოლონიებში, თუმცა ჩავედით და ყველაფერი დავაწყნარეთ. ერთი რამე მინდა ვთხოვო ყველას, ნუ ეცდებიან პროვოცირებას გარედან“ - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის თქმით,  ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანის უფლებები და ღირსება დაცული იყოს.

 „ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც კარცერში არ მოხვდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას დავაჩაგვრინებთ ვინმეს, ეს იქნება ექიმი თუ თანამშრომელი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები