ილია მეორე

ილია მეორე: იმედი მაქვს, ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვანი გაათავისუფლებენ პატიმრებს

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მე-7 საპყრობილეში მივიდა და პატიმრები მოინახულა. სოზარ სუბარის თქმით, უწმინდესი თავად გაესაუბრა პატიმრებს და დალოცა ისინი. 
„იმედი მაქვს, ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვანი, მოიღებენ მოწყალებას და გაათავისუფლებენ პატიმრებს. იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლით და ჩვენი ლოცვით, ჩვენი ხელისუფლების ნებით, პატიმრები იქნებიან თავისუფლები. უნდა გავაგრძელოთ ლოცვები და შევთხოვ უფალს, რომ ვიხილოთ თავისუფალი პატიმრები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სურათია, როცა ამდენი ხალხია ციხეში, იმედი მაქვს, რომ გათავისუფლდებიან პატიმრები“, -განაცხადა კათალიკოსმა. 
მინისტრმა კომენტარი გააკეთა იმ პატიმრის შესახებ, რომელმაც მასთან შეხვედრის მოთხოვნით პირი ამოიკერა. სუბარის თქმით, ის ვერ შეხვდება მსჯავრდებულს, რათა სხვა პატიმრების მხრიდან იდენტურ ქმედებებს არ შეუწყოს ხელი. 

კომენტარები