ემზარ კვიციანი

ემზარ კვიციანის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია მაესტრომ გაავრცელა.

როგორც ემზარ კვიციანის მეუღლე თეთნულდ ანსიანი აცხადებს, ოჯახი იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება მათ საქმეს გამოიძიებს და საქართველოში ემზარ კვიციანიც დაბრუნდება.

შეგახსენებთ, ყოფილი რწმუნებულის წინააღმდეგ, უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე 2006 წელს აღიძრა, რის შემდეგაც ოჯახმა საქართველო დატოვა. 

კომენტარები