საგარეო საქმეთა სამინისტრო

მაია ფანჯიკიძე გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გადაბარების პროცესი კოლეგიალურად და მეგობრულად წარიმართა.

„ქვეყნის ინტერესების დაცვა ისევე საჭიროა, როგორც ადრე, ამიტომ ყველა საკითხი ძალიან კოლეგიალურად გავიარეთ, რომელიც სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი, მისაღები და გასაგრძელებელი. ძალიან მიხარია, რომ პრიორიტეტები იგივე რჩება და ეს არის ევროკავშირი, NATO და კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან, ასევე მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა. ის, რომ საქართველო მსოფლიოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი, ყველგან ჰყავს საიმედო პარტნიორები, არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები