ტარიფები

კახი კალაძე: გაზისა და ბენზინის ტარიფების შემცირება შესაძლებელია

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძე აცხადებს, რომ გაზისა და ბენზინის ტარიფების შემცირება შესაძლებელია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი უწყება ამ მიზნით შესაბამის კომპანიებთან კონსულტაციებს განახორციელებს.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იქნება.

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას, თუმცა გარკვეულ კონსულტაციებს გავივლით გარემოს დაცვის სამინისტროსთან დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ასევე გადაიხედება ყველა ის ხელშეკრულება, რომელიც მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია გავერკვეთ, თუ რამდენად არის ამ კონტრაქტებში გათვალისწინებული სახელმწიფოს ინტერესი“, - აცხადებს კახი კალაძე.

კომენტარები