პარლამენტი

პარლამენტმა ვიცე-სპიკერები დაამტკიცა

საქართველოს ახლადარჩეულმა პარლამენტმა ვიცე-სპიკერები დაამტკიცა.  პარლამენტის თავმჯდომარის  პირველი მოადგილე, 92 ხმით არცერთის წინააღმდეგ მანანა კობახიძე გახდა. 
კენჭისყრის შედეგად ვიცე-სპიკერები გახდნენ ასევე ზურაბ აბაშიძე და ზვიად ძიძიგური. 
უმრავლესობის მხრიდან წარდგენილმა ზურაბ ტყემალაძემ, ხარჯების დაზოგვის მოტივით, ვიცე-სიკერის თანამდებობაზე უარი განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი გიორგი ბარამიძე ვიცე-სპიკერად 92 ხმით 27-ის წინააღმდეგ აირჩიეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს მურმან დუმბაძე. მის კანდიდატურას მხარი 81–მა დეპუტატმა დაუჭირა. 

შეგახსენებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მერ­ვე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტმა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტზე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი დაამტკიცა. 

კომენტარები