ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო დაასრულებს დაწყებული პროექტების უმრავლესობას. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა ბიზნესკურიერში ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულები დონორებთან და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ახალი მთავრობის პირობებში გაგრძელდება. ასევე დასრულდება შედარებით მცირე პროექტები რეგიონებში.
კვირიკაშვილმა კომანტარი ლაზიკას პროექტზეც გააკეთა: “ რაც შეეხება, ლაზიკას პროექტს, მას გავყოფდი ორ ნაწილად ქალაქის და ინფრასტრუქტურის მშენებლობად. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ ინფრასტრუქტურის ნაწილი ძალიან საინტერესოა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“.




