საქართველო-აშშ

ბიძინა ივანიშვილი ერიკ რუბინს შეხვდა

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კოალიციის ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ივანიშვილის განცხადებით შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს.

"ჩვენ გავაცანით, რამდენად წარმატებით ჩავატარეთ არჩევნები, თუ როგორი კულტურული ხალხია საქართველოში. კარგად განვუმარტეთ, რომ ჩვენი კოალიცია, მოსახლეობა გამარჯვებას იმსახურებს და არა დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ძველ კავშირებს საერთაშორისო მედიასთან იყენებს, რათა აჩვენოს, რომ სააკაშვილია ისევ დემოკრატიის შუქურა.” - აღნიშნა ქართული ოცნების ლიდერმა.

ივანიშვილის თქმით, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აშშ მხარს დაუჭერს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ისაუბრეს ასევე სოფლის მეურნეობასა და კონკრეტულ დახმარებებზეც.

 

კომენტარები