პური

საქართველოში პურის ფასი გაიზარდა და სავარაუდოდ ახალ წლამდე არ შემცირდება

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარიდან 45-50 ლარამდე გაიზარდა, რის გამოც ზოგიერთმა პურის ქარხანამ და თონის პურის საცხობებმა პროდუქცია 5-10 თეთრით გააძვირეს. დოლიძეს აღნიშნულ საკითხზე სააგენტო ინტერპრესნიუსი ესაუბრა. 

სააგენტო კომენტარისთვის პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავასაც დაუკავშირდა. მისი  ინფორმაციით, საქართველო ყოველწლიურად 800 ათასი ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან საქართველოში 200 ათას ტონამდე ხორბალი იწარმოება, დანარჩენი 600 ტონა კი რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოაქვთ.

"წელს იმპორტიორ ქვეყნებში ცუდი მოსავალია. გვალვის გამო რუსეთში ხორბლის მოსავალი 95 მილიონი ტონიდან 68 მილიონ ტონამდე ჩამოვიდა. უკრაინაში 53 მილიონი ტონიდან 44 მილიონ ტონამდე. რაც შეეხება ყაზახეთს, იქაც ცუდი მოსვალი მოვიდა და უხარისხო ხორბლის მოსავალი აიღეს", განაცხადა ლევან სილაგავამ.

სილაგავას თმით, ფოთის პორტში შემოსული 1 ტონა ხორბლის ფასი 250 აშშ დოლარიდან 350 აშშ დოლარამდე გაიზარდა. სილაგავასვე განცხადებით, ხორბალზე ფასის დაწევა ახალ წლამდე არ მოხდება.

კომენტარები