თბილისის მერია

გიგი უგულავა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს სასაუბროდ იწვევს

თბილისის მერმა გიგი უგულავამ არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ მერიაში მიიწვია.  

გიგი უგულავამ განმარტა, რომ მზადაა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი და სხვა საკითხები საკრებულოს წევრების გარდა, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთანაც განიხილოს.

,,თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მინდა მოვიწვიო ახლად არჩეული თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქართული ოცნებიდან. მოგეხსნებათ, ნოემბერში უკვე იწყება საბიუჯეტო განხილვები, როგორც საკრებულოში, ისე პარლამენტში. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც აწუხებს თბილისს და მზად ვარ მათთან ერთად გავიარო, შევაჯერო, სხვადასხვა პროგრამები წარვუდგინო.’’-განაცხადა გიგი უგულავამ. 

კომენტარები