საქართველო-თურქეთი

თურქეთის პრემიერმა სააკაშვილს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილსა და თურქეთის პრემიერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

,,მხარეებმა საქართველოში შემდგარი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს. საუბრისას, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. საუბრის დასასრულს, ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილთან უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.’’-ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები