ჯანდაცვის სამინისტრო

ამირან გამყრელიძე: დანაპირების შესრულების 100 დღიანი გეგმა დაიწერება

მომავალი ჯანდაცვის მინისტრის ამირან გამყრელიძის თქმით, მალე შემუშავდება 100 დღიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყება. 

გამყრელიძემ დაზღვევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას სახელმწიფო სავალდებულო და კერძი ნებაყოფლობითი დაზღვევა. მისივე თქმით, სახელმწიფოს უფრო მეტი მარეგულირებელი მექანიზმები ექნება დაზღვევის განვითარებაში. გამყრელიძის თქმით, მთავარი პრიორიტეტი იქნება ხელმისაწვდომი დაზღვევა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს. 

გამყრელიძის განცხადებით, უმთავრესი ამოცანა 2013 წლის ბიუჯეტის განსაზღვრა იქნება, რათა შემდეგ შესაძლებელი იყოს სამედიცინო დაზღვევის გაფართოება და პენსიების გაზრდა. 

კომენტარები