ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი: ოპონენტებს მოვექცევით ისე, როგორც ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყანა

ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც ისინი ამას იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ქართული კულტურა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ქართული ოცნების ლიდერის თქმით, დღევანდელი შეხვედრა იყო გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკასა, რომელიც მან და მისმა კოალიციამ შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

”ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება ის ფაქტი, რომ მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცენდენტი საქართველოში პირველად დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისა. მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტებისგან ღირსეულად ვპასუხობდით. სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც და გაგრძელებაც მისი.” - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კოალიცის ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას ისაუბრეს საგარეო პოლიტიკაზე. მისი თქმით, ქართული ოცნების და მისი ოპონენტების საერთო პრიორიტეტი საქართველოს ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვაა.

"ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და საქართველო მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი. კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა. კარგია, რომ სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომელიც მე შევუქე. ჩვენი შეხვედრა იმას ემსახურება, რომ ვაჩვენოთ, ვართ კულტურული ერი და ჩვენს ოპონენტებს ღირსეულად ვექცევით." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები