ქართული ოცნება

ქართული ოცნების აქტივისტები ნაციონალების ორგანიზაციის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ

ნაციონალური მოძრაობის კრწანისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცოტნე გვასალიას განცხადებით, მას ორთაჭალაში ქართული ოცნების ხუთი აქტივისტი დაესხა თავს. გვასალიას თქმით, კოალიციის აქტივისტებმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მოვიდნენ და მითხრეს - მორჩა თქვენი დრო, ახლა ჩვენი დრო მოვიდაო. ამაზე საკადრისი პასუხი გავეცი და გაიმართა ხელჩართული ჩხუბი.” - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის კრწანისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ცოტნე გვასალია გუშინ ღამით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას ქალა-ტვინის დახურული ტრამვა და თავის ტვინის შერყევა აქვს.

 

კომენტარები