საქართველო-აშშ

მიხეილ სააკაშვილსა და ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საუბრის მთავარი თემა პოსტსაარჩევნო პერიოდს შეეხებოდა. კერძოდ კი იმ ზეწოლას, რომელიც დღესდღეობით საუბნო კომისიებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიაზე ხორციელდება.

ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი 4 ოქტომბერს საღამოს შედგა და იგი ჰილარი კლინტონის ინიციატივით გაიმართა.

 

კომენტარები