საქართველო–აშშ

ჰილარი კლინტონმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ქართული ოცნების პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინტონსა და კოალიციის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მათ შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შემდგომ თანამშრომლობას.

„ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს მისი მისწრაფებისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.“ – აცხადებენ ქართული ოცნების პრესსამსახურში.

 

კომენტარები