ანდერს ფოგ რასმუსენი

ანდერს ფოგ რასმუსენი ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ქართველ ხალხს თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება მიულოცა.

,,ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ ერთად იღვაწოს ქვეყნის საკეთილდღეოდ; განახორციელონ რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების შემდგომი კონსოლიდაცია. ნატო ერთგულია საქართველოსთან ახლო ურთიერთობების პოლიტიკისა და ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ უფრო გავამყაროთ ეს ურთიერთობები.’’-ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში.

კომენტარები