ქართული ოცნება

მაია ფანჯიკიძე: მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები ჯერ არ არსებობენ

ქართული ოცნების პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მინისტრობის სავარაუდო კანდიდატები ჯერჯერობით არ არსებობენ. ბიზნესცენტრში გამართული კოალიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დღეს კოალიციაში პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა და მსგავსი ხასიათის კიდევ ბევრი შეკრება გაიმართება.

"არც ერთი სავარაუდო კანდიდატი ჯერჯერობით არ არსებობს. შესაბამისად ახალს ვერაფერს გეტყვით. დღევანდელი სამუშაო შეხვედრას მთავრობის დაკომპლექტების საკითხებზე მსჯელობას არ ეხებოდა. კონკრეტულ სახელსა და გვარებზე საუბარი ჯერჯერობით ზედმეტია.” - აღნიშნა კოალიციის პრესსპიკერმა.

მაია ფანჯიკიძის თქმით, ახალი პარლამენტის პირველი სხდომამდე, 20 ოქტომბრამდე ყველაფერი გადაწყდება.

 

კომენტარები