არჩევნები2012

თაქთაქიშვილი:პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობა ექნება

ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებზე განცხადება ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა.

„წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ პროპორციული სიით შედეგები მეტნაკლებად თანაბარი აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას, ხოლო თბილისის გარეთ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ უპირატესობა აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ამასთან, მაღალი არის იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც უარი თქვეს თავისი პოზიციის დაფიქსირებაზე ... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაველოდოთ შემდგომ შედეგებს, რომელიც ერთი საათის შემდეგ იქნება.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს ჩვენთან, პარტიის ცენტრალურ ოფისში ამ წუთებშიც განუწყვეტლივ შემოდის ინფრომაცია სხვადასხვა საარჩევნო კომისიებიდან - ჩვენი მონაცემებით, ოლქების დიდ უმრავლესობაში, კერძოდ 53 ოლქში, ჩვენ დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ როგორც ჩანს, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემების ერთობლიობით ნაციონალურ მოძრაობას კვლავაც მყარი უმრავლესობა ექნება ახალ პარლამენტში“ - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელმაც ჯურნალისტებთან ეს 53 ოლქიც ჩამოთვალა.

 

კომენტარები